2.პროექტის მთავარი თემა: ტერორიზმი -კაცობრიობის მტერი.
2004 წ. 1 სექტემბერი, ჩრ. ოსეთის ქალაქ ბესლანის საშუალო სკოლა
2004 წ. 1 სექტემბერი, ჩრ. ოსეთის ქალაქ ბესლანის საშუალო სკოლა
3.პროექტის აქტუალობა: შეთავაზებულ პროექტზე მუშაობის დროს ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ბოლო ათწლეულის მანძილზე,მოიძიებენ მასალებს რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე ბოლო ათწლეულში.ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციებს ტერორიზმის პრობლემებზე,ტერორისტულ აქტებზე და მათ წინააღმდეგ გამოყენებულ მეთოდებზე.ინფორმაციების მოძიება რუსულ ენაზე. პროექტის პრეზენტაცია შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით, ჯგუფთან თანამშრომლობის უნარების განვითარება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ტერორიზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება,რუსულ ენაზე ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, პროექტის პრეზენტაცია შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით.Защищать (кого),бороться (с чем),взорвать (что),узнать (о чём)арестовать(кого),
5.მონაწილეთა ასაკი: 16 წელი Xკლასი
6.ვადების ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას,ლექსიკურ მარაგს შეივსებენ ,ისწავლიან საჭირო მასალების მოძიებას და დახარისხებას,ისტის გამოყენებას და რუსულ ენაზე მოძიებული მასალის დემონსტრირებას,ასევე ლექსიკურ-გრამატიკული მასალის უფრო ეფექურად დამახსოვრებას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო , ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.მუშაობის
დაგეგმვა,
აქტივობა 2. ჯგუფებს ეძლევა დავალება მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია
ტერორიზმზე.
აქტივობა 3. სამუშაო
ჯგუფების შექმნა, რომლებიც წარმოადგენენ
მასალებს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის რუსეთში მომხდარ ტერორისტულ
აქტებზე; მასალის მოძიება დოკუმენტური წყაროებით, ინტერნეტში მუშაობა.
2002 წლის 2 ოქტომბერს 21.15 თეატრალურ ცენტრში დუბროვკაზე შეირაღებული
ადამიანები შეიჭრნენ
კონცერტის მსვლელობის
დროს და 800 ადამიანი აიყვანეს მძევლად
|
2004
წლის 1 სექტემბერს
ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანში 30 ტერორისტმა თავს დაესხა # 1 საშუალო სკოლას და მძევლად აიყვანა 1100 -ზე
მეტი ადამიანი.
|
აქტივობა 4. პრეზენტაციის
დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ რუსულად წერის, საუბრის, მეტყველების
უნარ-ჩვევები, რაც ახდენს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,
აქტივობა 5. _ შეფასების სქემა
მიმართულება
|
1-4
ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
კითხვა
|
არ ესმის თემის შინაარსი,
უჭირს უცხო ენაზე თემის გააზრება
|
ამოიცნობს თემას, მაგრამ
ზედაპირული ცოდნით კმაყოფილდება
|
ამოიცნობს მთავარ თემას,
აკავშირებს, მაგრამ დასკვნების გამოტანა მაინც უჭირს
|
ამოიცნობს მთავარ თემას; ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის
არსებულ კავშირს და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
|
წერა
|
არ შეუძლია რესურსების
მოძიება, უჭირს წერილობით აზრის გადმოცემა
|
მწირი ცოდნით ცდილობს
აზრის გადმოცემას
|
შეუძლია აზრის გადმოცემა
წერილობით, თუმცა უშვებს როგორც ორთოგრაფიულ, ასევე მცირე პუნქტუაციურ შეცდომებს
|
საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს
მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
|
კულტურათა დიალოგი
|
არ აინტერესებს, ვერ
აკავშირებს, ვერ ავლებს პარალელს
|
ლექსიკური მარაგის სიმცირის
გამო უჭირს აზრის გადმოცემა, თუმცა ხვდება ,რაზეა საუბარი
|
შეუძლია საკუთარი განცდების
დაფიქსირება, ავლებს პარალელებს, თუმცა, შეუძლია ანალოგიების მოძიება, თუმცა შეცდომებს
უშვებს
|
იჩენს ინტერესს ადამიანთა
განცდების, დამოკიდებულების მიმართ, ავლებს პარალელებს, პოულობს და აღნიშნავს
ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები,
დამოკიდებულებები);
|
უცხოური ენის პრაქტიკული
გამოყენება
|
არ ესმის ენა და აქვს
ძალიან მწირი ცოდნა, რაც ხელს უშლია აზრის დაფიქსირებაში
|
ენის მწირი ცოდნა ხელს
უშლის სრულფასოვან მუშაობაში, მაგრამ ადეკვატურია თემასთან მიმართებაში.
|
უცხოურ ენაზე განახორციელებს
სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის პროექტს.უშვებს შეცდომებს,
რომლებსაც თვითონ ასწორებს.
|
უცხოურ ენაზე განახორციელებს
სხვადასხვა ტიპის პროექტს. ამუშავებს
სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან
წყაროებს/ტექსტებს.
|
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, ისტ-ი /კულტურათაშორისი ურთიერთობა, რუსულ ენაზე ინფორმაციის მოძიება, გაგება, წარდგენა; შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება.
ისტორია, ისტ-ი /კულტურათაშორისი ურთიერთობა, რუსულ ენაზე ინფორმაციის მოძიება, გაგება, წარდგენა; შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა რუსიეშვილი
No comments:
Post a Comment