კვლევა

კვლევა თემაზე: სმარტფონი - სასწავლო რესურსი

სრული კვლევა იხილეთ აქ: https://drive.google.com/open?id=1qSb1cVHzw4ePRrNpsBqV4ZZCqk4-4yNc

შ ე ს ა ვ ა ლ ი

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ვასწავლი 1987 წლიდან რუსულ ენას. საგულისხმოა ის ფაქტი,რომ რუსული ენა არ არის ამ ბავშვებისთვის მშობლიური ენა და არ წარმოადგენს სასაუბრო ენას, მისი შესწავლა წარმოადგენს დიდ სირთულეს , ამიტომაც დიდი მუშაობა გვიწევს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ დავაინტერესო ბავშვები სხვადასხვა მეთოდებით და აქტივობებით, გამოვიყენო ნებისმიერი საშუალება ცოდნის ასამაღლებლად. სამწუხაროდ, სკოლაში მოძველებული კომპიუტერები და მათი არასაკმარისი რაოდენობა ხელს მიშლის აქტიურად გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიები, თუმცა თითქმის ყველა მოსწავლეს აქვს სმარტფონები, ამიტომ გადავწყვიტე გადამექცია სმარტფონები სასარგებლო რესურსად (სკოლაში) და კომპიუტერები საშინაო დავალებების შესასრულებლად (სახლში).

2018 წელს ჩავატარე გაკვეთილი ვლადიმერ ვისოცკიზე, და გამოვიყენე მობილური ტელეფონი როგორც სასწავლო რესურსი და მოვასმენინე ბავშვებს სიმღერა და ვაჩვენე ვიდეო მასალა თემაზე

"Я не люблю" http://rusieshvilim.blogspot.com/p/blog-page.html

სმარტფონმა შეასრულა დადებითი როლი, მოსწავლეებს მოეწონათ გაკვეთილი და გაუჩნდათ სურვილი მოეძებნათ ინტერნეტში ვლადიმერ ვისოცკის სიმღერები. ვთლი, რომ გაკვეთილის მიზანი მაქსიმალურად იყო მიღწეული.


  • დაიზოგა დრო; 
  • მობილურმა ტელეფონმა მიიღო სხვა დატვირთვა და იქცა რესურსად; 
  • გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია; 


რას ელოდნენ და რა მიიღეს

მოგეხსენებათ, სმარტფონების აკრძალვა სკოლაში არ რეგულირდება, ხშირად მას იყენებენ გართობის მიზნით. ამიტომ, მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით და გამეგო, რამდენად ეფექტურია საგაკვეთილო პროცესში სმარტფონების ჩართვა და რამდენად სახალისო იქნება მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.

ვითანამშრომლე პედაგოგებთან და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გავითვალისწინე და აქიურად ჩავრთე ჩემს კვლევაში

თანამედროვე სკოლა ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია.ჩვენ, პედაგოგებმა ,ვიცით, რომ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს შეუწყობს ესგ-ს მაქსიმალურ რეალიზებას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. დღევანდელ რეალობაში ყველა მოსწავლისთვის თუ მასწავლებლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი მედიატექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს:


  • გახდნენ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენტური მომხარებლები
  • განავითარონ ინფორმაციის მოძიების , დამუშავების და შეფასების უნარი
  • განავითარონ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი
  • შეძლონ საკუთარი ციფრული რესურსის შექმნა და გაზიარება
  • ჩვენი აზრით ყოველივე ზემოაღნიშნულის მიღწევაში მასწავლებლებს ხელს გვიშლის თანამედროვე ტექნოლოგიების არასაკმარისი, არამიზნობრივი და არაეფექტური გამოყენება სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესში
  • ჩემი კვლევა მივუძღვენი გაკვეთილზე იფორმაციული ტექნოლოგიების , კერძოდ ,სმარტფონების, ეფექტური და სისტემატური გამოყენებით მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების ძიებას და მათ დანერგვას


სრული კვლევა იხილეთ აქ: https://drive.google.com/open?id=1qSb1cVHzw4ePRrNpsBqV4ZZCqk4-4yNc

4 comments:

  1. ძალიან საინტერესო და სჭირო თემაა.საინტერესო რესურსებია, რომლებიც ბავშვებს დააინტერესებს და დაეხმარება მასწავლებელს სმარტფონი გამოიყენოს როგორც რესურსი. წარმატებები მარინა

    ReplyDelete
  2. წარმატებები მარინა! კარგი ნაშრომია.

    ReplyDelete
  3. საინტრესო და პრაქტიკული მიდგომები გაქვს შემუშავებული, წარმატებებს გისურვებ მარინა.

    ReplyDelete